Loading...
About 2020-02-13T10:56:50+00:00

გჭირდება დახმარება და ფიქრობ რომ ჩვენ დაგეხმარებით?

მოგვწერე

„კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ არის საქართველოში მოქმედი შინმოვლის მიმწოდებელი ორგანიზაციების გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში შინმოვლისა და ხანგრძლივი მოვლის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა. პარალელურად, კოალიცია ხელს უწყობს დაბერების პოლიტიკის განვითარებას. კოალიცია შეიქმნა 2006 წელს, ხოლო რეგისტრაცია გაიარა 2009 წელს.

კოალიცია 2007 წლიდან ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, შინმოვლის ქართული მოდელის შემუშავება, მეორე მხრივ, ლობირება აღნიშნული მოდელის დანერგვის მიზნით.

კოალიცია არის „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ დამფუძნებელი, ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის ISO 9001:2008 მფლობელი 2010 წლიდან და Homecare Europe-ის ნამდვილი წევრი 2011 წლიდან.

კოალიციის წევრები არიან:

შინმოვლის გარდა, კოალიციის წევრი ორგანიზაციები ავითარებენ ხანგრძლივი მოვლის სხვადასხვა მომსახურებებს: დღის ცენტრი, მოვლის სახლი, საცხოვრისი, ხელშწყობით ცხოვრება, განტვირთვის მოვლა, დღის სტაციონარი, პალიატიური მზრუნველობა.

პარტნიორები

მოგვწერე