გურიაში შინმოვლის პროგრამის პრეზეტნაცია გაიმართა

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შინმოვლის პროგრამის პრეზეტნაცია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის საკრებულოების, გამგეობების და მერიების სოციალური და ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლები; ასევე გურიის გუბერნატორის აპარატის წარმომადგენელი.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გურიის რეგიონში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამით უზრუნველყოფის საკითხები. კოალიცია “შინმოვლა საქართველოში” გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებს საექსპერტო კონსულტაციებს და პროგრამის დანერგვაში ხელშეწყობას სთავაზობს.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

2019-12-22T21:38:44+00:00