ბათუმში შინმოვლის პროგრამის მონიტორინგი 2017 წელსაც განხორციელდა

ბათუმში შინმოვლის პროგრამის სამოქალაქო მონიტორინგი 2017 წელსაც განხორციელდა. სპეციალურად კვლევისთვის, სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა, რომლის მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს შინმოვლის ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი მომსახურების ხარიხხიანად მიწოდება და გარკვეული ხარვეზების შემთხვევაში, მათზე სათანადო რეაგირება.

მონიტორინგის ფარგლებში, ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და უშუალოდ შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარებთან და მათი ოჯახის წევრებთან სპეციალური შეხვედრები გაიმართა.

„ჩვენ ამ შეხვედრებს ვატარებთ იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა და უშუალოდ შინმოვლის პროგრამის ბენეფიციარებმა ერთ ენაზე ისაუბრონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველამ სწორად გაიგოს ამ პროგრამის არსი – ბენეფიციარმა უნდა იცოდენენ რის მოთხოვნის უფლება აქვს, მიმწოდებელმა (ადგილობრივმა ხელისუფლებამ) უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისების ხარისხიანად მიწოდება და თუკი პროცესში რომელიმე მხრიდან გარკვეული გადაცდომა ან ხარვეზი გამოიკვეთება, უკვე ინფორმირებული ჟურნალისტთა ჯგუფი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ჩვენი შეხვედრების მზიანია სწორედ ამ რეაგირების ჯგუფის ფორმირება, რათა ხარისხიანი შინმოვლის პოროგრამა ზუსტად ისე მივიდეს ბენეფიციარამდე, როგორც ეს მას ეკუთვნის და არავის უნდა მიეცეს საშუალება გარკვეული მანიპულაციებით პროგრამის დისკრედიტაცია მოახდინოს“,- განაცხადა კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ვახანიამ.

საქართველოში მოვლის საჭიროების მქონე 80 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს – მოსახლეობის 2.2% ხანგრძლივ შინმოვლას საჭიროებს.

2019-12-22T21:38:58+00:00