ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შინმოვლის პროგრამის გაგრძელებას აპირებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შინმოვლის პროგრამის გაგრძელებას აპირებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ნადიმ ვარშანიძე კოალიცია ,,შინმოვლა საქართველოში’’ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. უჩა ვახანიამ გამგებელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროგრამის ახალი ვერსია შესთავაზა, რაც ექთნების გადამზადებას გულისხმობს.

გასულ წელს ამავე ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა, სოფელ ორთაბათუმში განახორციელა, რომელშიც 40 ბენეფიციარი იყო ჩართული.

2019-12-22T21:39:19+00:00